Wednesday, September 23, 2015

                                     მეცხრე დღის რეფლექსია
 გავაკეთეთ პრეზენტაციები,მოვუსმინეთ ერთმანეთს და შევაფასეთ,ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი დღე იყო.მადლობა ჩვენს ტრენერს,ბატონ დათოს

Sunday, September 20, 2015

პროექტი - გაზეთი  (კედლის გაზეთი ინგლისურ ენაზე)

პროექტის სახელწოდება:  America is our Friends





პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1–2 წინადადებით: ინგლისური ენის სიტყვათა მარაგის გამდიდრება; ამერიკის უკეთ გაცნობა.

პროექტის აქტუალობა: გავაღვიოთ მოსწავლეებ ინფორმაციის მოძიების და ახლის გაგების სურვილი.

პროექტის მიზნები: ინგლისურ ენაში  ცოდნის გაღრმავება და პრაქტიკული გამოყენება; მოსწავლეები პედაგოგთან ერთად აყალიბებენ პროექტის წარმატებით განხორციელების კრიტერიუმებს, ეტაპებს და ვადებს; ინაწილებენ ფუნქციებს, იძიებენ ინფორმაციებს ინტერნეტის მეშვეობით.
მონაწილეთა ასაკი: 16 – 18 წელი.

ვადები/ხანგრძლივობა:  2 კვირა.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები მოიძიებენ და შეისწავლიან სტატიებს ამერიკის სპორტის, ლიტერატურის, პრესის და ა.შ. შესახებ;  გამოუმუშავდებათ საპრეზენტაციო და შემოქმედებითი უნარები პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფოტო აპარატი, სახელმძღვანელო, ინტერნეტი, ფორმატი, ფანქარი, საღებავი...

პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად, ინაწილებენ ფუნქციებს, თავად ირჩევენ თემას და განსაზღვრავენ პროექტის მიზნებსა და შედეგებს პროექტის ხელმძღვანელთან  ერთად.

პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი):  დოდო დოლიძე.

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: dodochi1961@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: idodochi1961.blogspot.com

Friday, September 18, 2015

                        მერვე მოდულის რეფლექსია
მერვე დღის მოდულის სწავლებისას გავიარეთ მოსწავლის პრეზენტაციები გაშლილი სახით და პორტფოლიოს ატვირთვა ბლოგზე.
დღე სიახლეებითსავსე იყო,იყო რთული,შრომატევადი,მაგრამ მიღწევადი

Saturday, September 12, 2015

ვაპირებ შევადგინო შეფასების ფორმა მოსწავლეთა საჭიროებების გამოვლენისათვის,ვისაც გაქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით გამოცდილება შემეხმიანეთ,ან ხომ ვერ მომცემდიტ რჩევებს.წინასწარ გიხდით მადლობას

Thursday, September 10, 2015

მესამე მოდულის რეფლექსია
დღეს ერთმანეთს შევუფასეთ ბლოგზე დაწერილი რეფლექსიები,ვნახეთ ,,შპარგალკა"კომენტარების გაკეთების,გავეცანით კომენტარების გაკეთების ტექნოლოგიას