პროექტი - გაზეთი (კედლის გაზეთი
ინგლისურ ენაზე)
პროექტის სახელწოდება: America is our Friends
პროექტის მთავარი იდეა (თემა)
1–2 წინადადებით: ინგლისური ენის სიტყვათა მარაგის
გამდიდრება; ამერიკის უკეთ გაცნობა.
პროექტის აქტუალობა: გავაღვიოთ მოსწავლეებში
ინფორმაციის მოძიების და ახლის გაგების სურვილი.
პროექტის მიზნები: ინგლისურ ენაში ცოდნის
გაღრმავება და პრაქტიკული გამოყენება; მოსწავლეები პედაგოგთან ერთად აყალიბებენ პროექტის
წარმატებით განხორციელების კრიტერიუმებს, ეტაპებს და ვადებს; ინაწილებენ
ფუნქციებს, იძიებენ ინფორმაციებს ინტერნეტის მეშვეობით.
მონაწილეთა ასაკი: 16 – 18 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: 2 კვირა.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები მოიძიებენ და შეისწავლიან
სტატიებს ამერიკის სპორტის, ლიტერატურის, პრესის და ა.შ. შესახებ; გამოუმუშავდებათ საპრეზენტაციო და
შემოქმედებითი უნარები პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფოტო აპარატი, სახელმძღვანელო,
ინტერნეტი, ფორმატი, ფანქარი, საღებავი...
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები
იყოფიან ჯგუფებად, ინაწილებენ ფუნქციებს, თავად ირჩევენ თემას და განსაზღვრავენ
პროექტის მიზნებსა და შედეგებს პროექტის ხელმძღვანელთან ერთად.
პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი): დოდო დოლიძე.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: dodochi1961@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: idodochi1961.blogspot.com
No comments:
Post a Comment