Wednesday, September 23, 2015

                                     მეცხრე დღის რეფლექსია
 გავაკეთეთ პრეზენტაციები,მოვუსმინეთ ერთმანეთს და შევაფასეთ,ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი დღე იყო.მადლობა ჩვენს ტრენერს,ბატონ დათოს

Sunday, September 20, 2015

პროექტი - გაზეთი  (კედლის გაზეთი ინგლისურ ენაზე)

პროექტის სახელწოდება:  America is our Friends





პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1–2 წინადადებით: ინგლისური ენის სიტყვათა მარაგის გამდიდრება; ამერიკის უკეთ გაცნობა.

პროექტის აქტუალობა: გავაღვიოთ მოსწავლეებ ინფორმაციის მოძიების და ახლის გაგების სურვილი.

პროექტის მიზნები: ინგლისურ ენაში  ცოდნის გაღრმავება და პრაქტიკული გამოყენება; მოსწავლეები პედაგოგთან ერთად აყალიბებენ პროექტის წარმატებით განხორციელების კრიტერიუმებს, ეტაპებს და ვადებს; ინაწილებენ ფუნქციებს, იძიებენ ინფორმაციებს ინტერნეტის მეშვეობით.
მონაწილეთა ასაკი: 16 – 18 წელი.

ვადები/ხანგრძლივობა:  2 კვირა.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები მოიძიებენ და შეისწავლიან სტატიებს ამერიკის სპორტის, ლიტერატურის, პრესის და ა.შ. შესახებ;  გამოუმუშავდებათ საპრეზენტაციო და შემოქმედებითი უნარები პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფოტო აპარატი, სახელმძღვანელო, ინტერნეტი, ფორმატი, ფანქარი, საღებავი...

პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად, ინაწილებენ ფუნქციებს, თავად ირჩევენ თემას და განსაზღვრავენ პროექტის მიზნებსა და შედეგებს პროექტის ხელმძღვანელთან  ერთად.

პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი):  დოდო დოლიძე.

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: dodochi1961@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: idodochi1961.blogspot.com

Friday, September 18, 2015

                        მერვე მოდულის რეფლექსია
მერვე დღის მოდულის სწავლებისას გავიარეთ მოსწავლის პრეზენტაციები გაშლილი სახით და პორტფოლიოს ატვირთვა ბლოგზე.
დღე სიახლეებითსავსე იყო,იყო რთული,შრომატევადი,მაგრამ მიღწევადი

Saturday, September 12, 2015

ვაპირებ შევადგინო შეფასების ფორმა მოსწავლეთა საჭიროებების გამოვლენისათვის,ვისაც გაქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით გამოცდილება შემეხმიანეთ,ან ხომ ვერ მომცემდიტ რჩევებს.წინასწარ გიხდით მადლობას

Thursday, September 10, 2015

მესამე მოდულის რეფლექსია
დღეს ერთმანეთს შევუფასეთ ბლოგზე დაწერილი რეფლექსიები,ვნახეთ ,,შპარგალკა"კომენტარების გაკეთების,გავეცანით კომენტარების გაკეთების ტექნოლოგიას

Tuesday, September 8, 2015

მეორე მოდულის რეფლექსია

ეს მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა სტანდარტების, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ან განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით...გადავხედე მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს და მთელ ჯგუფში განვიხილეთ შემდეგი დოკუმენტი მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების პრეზენტაცია, რომელიც განთავსებულია რესურსების ჩანართის ჯგუფში მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.
2. გადავხედეთ შემდეგ დოკუმენტს ტრენინგის ყველა მონაწილესთან ერთდ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების რუბრიკა, რომელიც განთავსებულია რესურსების ჩანართის ჯგუფში შეფასებები.

Friday, September 4, 2015

მესამე დღის რეფლექსია

მესამე დღე
შევქმენი ახალი ინტელის ბლოგი
ესგ საგნობრივისტანდარტებისა და ინდიკატორების გამოყენება პროექტის გეგმის შედგენაში.
ბლუმის ტაქსონომიის ახალი ვერსიის გაცნობა და  გამოყენება პროექტის დაგეგმვისას

მეორე დღის რეფლექსია


    ინტელის ძირითადი კურსის მიზნებისა და მოლოდინების განსაზღვრა
    პორტფოლიოში არსებული საქაღალდეების შექმნა თითოეული მოდულის მასალების შესანახად
    პროექტის გეგმის შაბლონის, პორტფოლიოს რუბრიკისა და პროექტის პორტფოლიოების ნიმუშების გაცნობა

    
    ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტის დაგეგმვის დაწყება, რომლის მიზანია მაღალი დონის სააზროვნო და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარება.